logo
ENG



კალაძე ამტკიცებს, რომ ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების ფაქტები "ბუნებაში არ არსებობს"

01 ნოე 202013:39
3 წუთის საკითხავი
 
f358hazr4cs9150.jpg

კახა კალაძე უარყოფს, რომ ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლები პირდაპირი გზით მოისყიდა და ფული გადასცა და ამტკიცებს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები "ბუნებაში არ არსებობს". 

"მე და თქვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია, ასეთი მტკიცებულებები გავაკეთოთ". - თქვა მან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის არაერთი შემთხვევაზე მიუთითეს. 

ასევე, მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანი ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც ადასტურებს, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. საიას შეფასებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.


close დახურვა